Glovo
in association with Ferrer&Ojeda

აირჩიეთ საჩივრის ტიპი

უბედური შემთხვევა
მოთხოვნის წარდგენა
ავადმყოფობა 24/7
მოთხოვნის წარდგენა
მშობელთა ახალი ხარჯები
მოთხოვნის წარდგენა
Glovo rider.

ავარია გქონიათ?

ჩვენ აქ ვართ დაგეხმაროთ

ისიამოვნეთ Glovo საზოგადოების წევრის ყველა დაცვით და უპირატესობით.

აირჩიეთ საჩივრის ტიპი

უბედური შემთხვევა
მოთხოვნის წარდგენა
ავადმყოფობა 24/7
მოთხოვნის წარდგენა
მშობელთა ახალი ხარჯები
მოთხოვნის წარდგენა

მოკლედ თქვენს დაზღვევაზე

  • თქვენს სამედიცინო ხარჯებს, მათ შორის სტომატოლოგიური მკურნალობის
  • კომპენსაციას ზოგიერთი მოტეხილობის, ამოვარდნილობის და დაჭიმულობისას
  • ყოველდღიური შრომითი უუნარობის კომპენსაცია 30 დღემდე თუ ავარიის შედეგად ვერ ახერხებთ მუშაობას
  • ანაზღაურება გარდაცვალების, მუდმივი შრომისუუნარობის და ნაწილობრივი შრომისუუნარობის შემთხვევაში
  • დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, დაკრძალვის ღირებულების ჩათვლით
  • ანაზღაურება ოჯახს, თქვენი გარდაცვალების შემთხვევაში
  • სამედიცინო ხარჯებს, რომლებიც ავარიიდან 30 დღის შემდეგ წარმოიშვა
  • ყველა სახის მოტეხილობა, ამოვარდნილობა და დაჭიმულობა არ არის დაზღვეული
  • თუ უბედური შემთხვევის შემდეგ ვეღარ ასრულებთ შეკვეთებს, დროებითი უუნარობის პირველი 7 დღე
  • თუ ზემოქმედების ქვეშ იყავით (მაგ. ალკოჰოლი ან ნარკოტიკი)
  • თუ უბედური შემთხვევა შეგნებულად გამოიწვიეთ
  • ზიანი, რომელიც მიაყენეთ მესამე მხარეს
  • თქვენი მატერიალური ზიანი (მაგ. გატეხილი ველოსიპედი ან ტელეფონი)
Section separator

უბედური შემთხვევისას თქვენი შემოსავალი დაცულია

თუ უბედური შემთხვევის შემდეგ შრომისუნარიანობა შეგეზღუდებათ და ეს ხელს შეგიშლით საქმიანობის შესრულებაში, დაზღვევა დაფარავს პოლისით გათვალისწინებული ანაზღაურების ოდენობას. კომპენსაციას მიიღებთ შრომისუნარიანობის დროებით სრული შეზღუდვის მერვე დღიდან.

უბედური შემთხვევის სამედიცინო ხარჯები

Glovo-ს აპლიკაციის გამოყენებისას იატაკზე ფეხი თუ დაგიცურდებათ, ველოსიპედიდან გადმოვარდებით ან ავტოავარიაში მოიტეხთ ხელ‑ფეხს, სადაზღვევო კომპანია დაფარავს პოლისით გათვალისწინებული ანაზღაურების პროცენტულ წილს.

ანაზღაურება: ₾ 5,938.74-მდე
  • ჰოსპიტალიზაციის ხარჯები
  • ექიმთან ვიზიტების ღირებულება
  • მედიკამენტების ხარჯები
  • რენტგენის ღირებულება
  • ქირურგიული პროცედურები და სამედიცინო გამოკვლევები
  • გადაუდებელი სტომატოლოგიური მკურნალობა

მოტეხილობა, ღრძობა და ამოვარდნილობა

დაზღვევა დაფარავს პოლისით გათვალისწინებულ მაქსიმალურ თანხას ქვემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო ხარჯების ასანაზღაურებლად, თუ ისინი უბედური შემთხვევის დღიდან 30 დღის განმავლობაში წარმოიქმნება.

ანაზღაურება: ₾ 5,938.74-მდე
დაზღვევა ყველა მოტეხილობას არ ფარავს. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით წესებსა და პირობებს.
  • მოტეხილობასთან დაკავშირებული ხარჯები
  • ამოვარდნილობა ან ღრძობა
  • საჭირო სამედიცინო აღჭურვილობის (მაგ., ყავარჯნების, სპეციალური საფიქსაციო ფეხსაცმელების და ა.შ.) შეძენა‑დაქირავების ხარჯები.

იცავს თქვენს შემოსავალს

უბედური შემთხვევის დაფარვა უზრუნველყოფს ფინანსურ მხარდაჭერას იმ შემთხვევაში თუ გლოვოს აპლიკაციაში შეკვეთის შესრულების დროს, უბედური შემთხვევის შედეგად ვერ მუშაობთ. ბინის ქირის, გადასახადების, სამედიცინო ანალიზების, მედიკამენტების და საავადმყოფოს ხარჯები უბედური შემთხვევის შედეგად შეიძლება მნიშვნელოვან თანხებს უკავშირდებოდეს. სადაზღვევო დაფარვა დაგეხმარებათ მათ გადახდაში.

ანაზღაურება: ₾ 39.59 დღეში, მაქსიმუმ 30 დღის განმავლობაში
  • მოტეხილობასთან დაკავშირებული ხარჯები

თუ ავად გახდით

თუ ავადმყოფობის გამო ვერ ახერხებთ გლოვოს აპლიკაციის მეშვეობით საკურიერო მომსახურების გაწევას, სადაზღვევო კომპანია პოლისში განსაზღვრული პირობებით უზრუნველყოფს ანაზღაურებას. ანაზღაურების ათვლა იწყება ავადობის მე-8 დღიდან.

სარგებელი: თუ თქვენ იყენებდით Glovo 60 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ₾ 39,59 დღეში ან თქვენი საშუალო ხელფასის 75% (რომელიც ყველაზე დაბალია) 30 დღემდე, თუ იყენებდით Glovo 60 დღეზე ნაკლებ ხანს, ₾ 19,80 დღეში 30 დღემდე.
  • დაზღვევის მიღების პირობა: ავადმყოფობამდე 8 კვირის განმავლობაში შესრულებული უნდა გქონდეთ მინიმუმ 30 შეკვეთა.
  • თუ გლოვოს აპლიკაცია გამოყენებულია 60 დღეზე მეტი: ₾ 39,59 დღეში ან საშუალო ხელფასის 75% (რომელიც უფრო დაბალია). კომპენსაცია 30 დღემდე.
  • თუ გლოვოს აპლიკაცია გამოყენებულია 60 დღეზე ნაკლები: ₾ 19,80 დღეში. კომპენსაცია 30 დღემდე.

სადაზღვევო კომპანიის მხრიდან არ დაიფარება:

სამედიცინო ხარჯები რომლებიც წარმოიშვა  უბედური შემთხვევიდან 30 დღის შემდეგ სამედიცინო ხარჯები რომლებიც წარმოიშვა უბედური შემთხვევიდან 30 დღის შემდეგ
ზოგიერთი სახის მოტეხილობა, ღრძობა და ამოვარდნილობა ზოგიერთი სახის მოტეხილობა, ღრძობა და ამოვარდნილობა
თუ უბედური შემთხვევის შემდეგ მუშაობას ვერ ახერხებთ, შრომისუნარიანობის დროებითი შეზღუდვის პირველი 7 დღე. თუ უბედური შემთხვევის შემდეგ მუშაობას ვერ ახერხებთ, შრომისუნარიანობის დროებითი შეზღუდვის პირველი 7 დღე.
თუ სხვადასხვა ნივთიერების (მაგ., ალკოჰოლის ან ნარკოტიკული საშუალებების) ზემოქმედების ქვეშ იყავით. თუ სხვადასხვა ნივთიერების (მაგ., ალკოჰოლის ან ნარკოტიკული საშუალებების) ზემოქმედების ქვეშ იყავით.
თუ უბედური შემთხვევა განზრახ გამოიწვიეთ თუ უბედური შემთხვევა განზრახ გამოიწვიეთ
საკუთრების დაზიანება (მაგ., გატეხილი ტელეფონი ან ველოსიპედი). საკუთრების დაზიანება (მაგ., გატეხილი ტელეფონი ან ველოსიპედი).
Section separator

თქვენი ოჯახის ფინანსების დაცვა

ეს დაზღვევა თქვენს ახლობლებს ფინანსურად უზრუნველყოფს უბედური შემთხვევით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევაში. ასევე, ეს დაზღვევა გიცავთ მაშინ, თუ უბედური შემთხვევის შედეგად შრომისუნარიანობა სრულად ან ნაწილობრივ შეგეზღუდებათ.

გარდაცვალება უბედური შემთხვევის გამო

სადაზღვევო თანხა თქვენი ახლობლების მომავალს ფინანსურად უზრუნველყოფს და თქვენს ოჯახს ცხოვრების დონის შენარჩუნებაში დაეხმარება

  • უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში. ანაზღაურება: ₾ 49,489.54
  • დაფარვა მაქსიმუმ ერთი წლის შემდეგ. ანაზღაურება: ₾ 49,489.54
  • ობლის შემწეობა. ანაზღაურება: ₾ 24,744.77
  • დაკრძალვის ხარჯები. ანაზღაურება: ₾ 11,877.49

რეპატრიაცია. ოჯახის წევრების თანხლება

სამშობლოში თქვენი რეპატრიაცია გარდაცვალების ან შრომისუნარიანობის სრული შეზღუდვის შემთხვევაში. დაზღვევა, ასევე, ფარავს თანმხლები პირის ხარჯებს თქვენთან ერთად საავადმყოფოში მოსათავსებლად (თუ საავადმყოფოში სულ მცირე 7 დღით მოგიწევთ ყოფნა) და/ან რეპატრიაციის შემთხვევაში.

ანაზღაურება რეპატრიაციისთვის: ₾ 989.79 დღეში (მაქსიმუმ 5 დღე)
ანაზღაურება ოჯახისთვის საავადმყოფოში თქვენ მოსანახულებლად: ₾ 593.87 დღეში (მაქსიმუმ 10 დღე)
  • რეპატრიაცია
  • ოჯახის წევრების თანხლება

იურიდიული მომსახურება

დაზღვევით იფარება სამართლებრივი ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია თქვენს დაცვასა და შესაძლო მოთხოვნების წარდგენასთან.

ანაზღაურება: ₾ 19,795.82
  • იურიდიული დახმარება

დამატებითი სარგებელი

ბავშვის შეძენის შემთხვევაში

ბავშვის დაბადება ან შვილად აყვანა, როგორც წესი, ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო მომენტია. მაგრამ ფინანსური თვალსაზრისით, ეს ყოველთვის ადვილი არ არის. სამწუხაროდ, ბავშვის შეძენა ზოგჯერ მოულოდნელ და არასასურველ გართულებებითან არის დაკავშირებული. ვთვლით, რომ ასეთ დროს თქვენ გვერდით უნდა გვივულოთ და მზად ვართ ფინანსური მხარდაჭერისთვის.

₾ 935,61-მდე ანაზღაურება ერთ ბავშვზე ან ერთზე მეტი ბავშვის შემთხვევაში
  • ბავშვის შეძენა/ ბავშვების შეძენა
  • შვილად აყვანა
  • მკვდრადშობილი
  • ბავშვთა მოვლის არასამედიცინო ხარჯები
  • ბავშვის მოვლა
  • Მშობიარობის შემდგომი დეპრესია

რა შემთხვევაში არ ავანაზღაურებთ ბავშვის გაჩენას

  • თუ გლოვოს აპლიკაცია არ გამოგიყენებიათ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში და ყოველთვიურად არ შეგისრულებიათ საშუალოდ მინიმუმ 30 საათი თვეში
  • იმ შემთხვევაში თუ საერთო ბავშვი შეეძინა ორ კურიერს ანაზღაურება გაიცამა მათგან მხოლოდ ერთზე
  • 12 თვის განმავლობაში ბავშვის შეძენა ანაზღაურდება მხოლოდ ერთხელ
  • კურიერის პირველი 6 თვის თანამშრომლობის პერიოდში ბავშვის გაჩენის სარგებელი არ ანაზღაურდება

გადაუდებელი ხარჯი

ზოგიერთი სიტუაცია მოითხოვს გადაუდებელ რეაგირებას, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. გარკვეულ შემთხვევებში, ჩვენ დაგეხმარებით ასეთი გადაუდებელი ხარჯების ნაწილობრივ ან სრულ დაფარვაში.

ანაზღაურება: ₾ 593.87 ევრომდე
ეს სარგებელი არ არის უბედური შემთხვევის დაფარვის ნაწილი და ანაზღაურდება დამატებით.
  • გარდაცვალება ან მუდმივი შრომისუუნარობა გლოვოს აპლიკაციის გამოყენებისას
  • ნებისმიერი გადაუდებელი ხარჯი (დაკრძალვის ავანსი, დაკრძალვის გადასახადები და ა.შ.)

რა შემთხვევაში არ იფარება გადაუდებელი ხარჯები

  • თუ არ გამოგიყენებიათ Glovo სულ მცირე 10 საათის განმავლობაში ბოლო 6 თვის განმავლობაში
  • დაგვჭირდება მინიმუმ ერთი საბუთი: მაგ. გარდაცვალების მოწმობა.

სრული ან ნაწილობრივი მოდმივი შრომისუუნარობა

თუ უბედური შემთხვევის გამო შრომისუნარიანობა მუდმივად შეგეზღუდებათ, დაზღვევა დაფარავს პოლისში მითითებულ თანხის ოდენობას.

სრული მუდმივი შრომისუუნარობა
ანაზღაურება: ₾ 49,489.54
ნაწილობრივი მუდმივი შრომისუუნარობა
ანაზღაურება: ₾ 49,489.54

ნაწილობრივი მუდმივი შრომისუუნარობა

ერთი მკლავის ან ერთი ხელის სრული დაკარგვა 100%
მხრის მოძრაობის სრული შეზღუდვა 30%
იდაყვის ან მაჯის მოძრაობის სრული შეზღუდვა 20%
ცერა ან საჩვენებელი თითის სრული დაკარგვა 30%
სამი თითის დაკარგვა, ცერის ან საჩვენებლის გარდა 30%
ცერა და ერთი სხვა თითის დაკარგვა, საჩვენებლის გარდა 30%
სამი თითის დაკარგვა, მათ შორის, ცერის ან საჩვენებლის 30%
საჩვენებელი და სხვა თითის დაკარგვა, ცერის გარდა 30%
ცერა თითის დაკარგვა 30%
საჩვენებელი თითის დაკარგვა 30%
შუათითის, არათითის ან ნეკა თითის დაკარგვა 30%
ამ ორი უკანასკნელის დაკარგვა 30%
ფეხის დაკარგვა მუხლს ზემოთ 100%
ტერფის ან ფეხის მუხლს ქვემოთ დაკარგვა 50%
ფეხის ნაწილობრივი ამპუტაცია, მათ შორის, ყველა თითის 50%
სრული სიყრუე ცალ ყურში 50%
ქვედა ყბის მოკვეთა 30%
ფეხის ან ტერფის განუკურნებელი მოტეხილობა 25%
კვირისტავის შეუხორცებელი მოტეხილობა 20%
თეძოს ან მუხლის მოძრაობის სრული შეზღუდვა 20%
ქვედა კიდურების დამოკლება სულ მცირე 5 სმ-ით 15%
ფეხის ცერა თითის დაკარგვა 10%
ერთი თვალის სრული დაკარგვა ან ბინოკულარული მხედველობის განახევრება. 80%
Section separator

შეკითხვები გაქვთ?

სავარაუდოდ, პასუხს ხშირად დასმულ შეკითხვებში იპოვით.