ისიამოვნეთ Glovo საზოგადოების წევრის ყველა დაცვით და უპირატესობით.
თუ უბედური შემთხვევის შემდეგ შრომისუნარიანობა შეგეზღუდებათ და ეს ხელს შეგიშლით საქმიანობის შესრულებაში, დაზღვევა დაფარავს პოლისით გათვალისწინებული ანაზღაურების ოდენობას. კომპენსაციას მიიღებთ შრომისუნარიანობის დროებით სრული შეზღუდვის მერვე დღიდან.
Glovo-ს აპლიკაციის გამოყენებისას იატაკზე ფეხი თუ დაგიცურდებათ, ველოსიპედიდან გადმოვარდებით ან ავტოავარიაში მოიტეხთ ხელ‑ფეხს, სადაზღვევო კომპანია დაფარავს პოლისით გათვალისწინებული ანაზღაურების პროცენტულ წილს.
დაზღვევა დაფარავს პოლისით გათვალისწინებულ მაქსიმალურ თანხას ქვემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო ხარჯების ასანაზღაურებლად, თუ ისინი უბედური შემთხვევის დღიდან 30 დღის განმავლობაში წარმოიქმნება.
უბედური შემთხვევის დაფარვა უზრუნველყოფს ფინანსურ მხარდაჭერას იმ შემთხვევაში თუ გლოვოს აპლიკაციაში შეკვეთის შესრულების დროს, უბედური შემთხვევის შედეგად ვერ მუშაობთ. ბინის ქირის, გადასახადების, სამედიცინო ანალიზების, მედიკამენტების და საავადმყოფოს ხარჯები უბედური შემთხვევის შედეგად შეიძლება მნიშვნელოვან თანხებს უკავშირდებოდეს. სადაზღვევო დაფარვა დაგეხმარებათ მათ გადახდაში.
თუ ავადმყოფობის გამო ვერ ახერხებთ გლოვოს აპლიკაციის მეშვეობით საკურიერო მომსახურების გაწევას, სადაზღვევო კომპანია პოლისში განსაზღვრული პირობებით უზრუნველყოფს ანაზღაურებას. ანაზღაურების ათვლა იწყება ავადობის მე-8 დღიდან.
ეს დაზღვევა თქვენს ახლობლებს ფინანსურად უზრუნველყოფს უბედური შემთხვევით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევაში. ასევე, ეს დაზღვევა გიცავთ მაშინ, თუ უბედური შემთხვევის შედეგად შრომისუნარიანობა სრულად ან ნაწილობრივ შეგეზღუდებათ.
სადაზღვევო თანხა თქვენი ახლობლების მომავალს ფინანსურად უზრუნველყოფს და თქვენს ოჯახს ცხოვრების დონის შენარჩუნებაში დაეხმარება
სამშობლოში თქვენი რეპატრიაცია გარდაცვალების ან შრომისუნარიანობის სრული შეზღუდვის შემთხვევაში. დაზღვევა, ასევე, ფარავს თანმხლები პირის ხარჯებს თქვენთან ერთად საავადმყოფოში მოსათავსებლად (თუ საავადმყოფოში სულ მცირე 7 დღით მოგიწევთ ყოფნა) და/ან რეპატრიაციის შემთხვევაში.
დაზღვევით იფარება სამართლებრივი ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია თქვენს დაცვასა და შესაძლო მოთხოვნების წარდგენასთან.
ბავშვის დაბადება ან შვილად აყვანა, როგორც წესი, ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო მომენტია. მაგრამ ფინანსური თვალსაზრისით, ეს ყოველთვის ადვილი არ არის. სამწუხაროდ, ბავშვის შეძენა ზოგჯერ მოულოდნელ და არასასურველ გართულებებითან არის დაკავშირებული. ვთვლით, რომ ასეთ დროს თქვენ გვერდით უნდა გვივულოთ და მზად ვართ ფინანსური მხარდაჭერისთვის.
ზოგიერთი სიტუაცია მოითხოვს გადაუდებელ რეაგირებას, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. გარკვეულ შემთხვევებში, ჩვენ დაგეხმარებით ასეთი გადაუდებელი ხარჯების ნაწილობრივ ან სრულ დაფარვაში.
თუ უბედური შემთხვევის გამო შრომისუნარიანობა მუდმივად შეგეზღუდებათ, დაზღვევა დაფარავს პოლისში მითითებულ თანხის ოდენობას.
ერთი მკლავის ან ერთი ხელის სრული დაკარგვა | 100% |
მხრის მოძრაობის სრული შეზღუდვა | 30% |
იდაყვის ან მაჯის მოძრაობის სრული შეზღუდვა | 20% |
ცერა ან საჩვენებელი თითის სრული დაკარგვა | 30% |
სამი თითის დაკარგვა, ცერის ან საჩვენებლის გარდა | 30% |
ცერა და ერთი სხვა თითის დაკარგვა, საჩვენებლის გარდა | 30% |
სამი თითის დაკარგვა, მათ შორის, ცერის ან საჩვენებლის | 30% |
საჩვენებელი და სხვა თითის დაკარგვა, ცერის გარდა | 30% |
ცერა თითის დაკარგვა | 30% |
საჩვენებელი თითის დაკარგვა | 30% |
შუათითის, არათითის ან ნეკა თითის დაკარგვა | 30% |
ამ ორი უკანასკნელის დაკარგვა | 30% |
ფეხის დაკარგვა მუხლს ზემოთ | 100% |
ტერფის ან ფეხის მუხლს ქვემოთ დაკარგვა | 50% |
ფეხის ნაწილობრივი ამპუტაცია, მათ შორის, ყველა თითის | 50% |
სრული სიყრუე ცალ ყურში | 50% |
ქვედა ყბის მოკვეთა | 30% |
ფეხის ან ტერფის განუკურნებელი მოტეხილობა | 25% |
კვირისტავის შეუხორცებელი მოტეხილობა | 20% |
თეძოს ან მუხლის მოძრაობის სრული შეზღუდვა | 20% |
ქვედა კიდურების დამოკლება სულ მცირე 5 სმ-ით | 15% |
ფეხის ცერა თითის დაკარგვა | 10% |
ერთი თვალის სრული დაკარგვა ან ბინოკულარული მხედველობის განახევრება. | 80% |
სავარაუდოდ, პასუხს ხშირად დასმულ შეკითხვებში იპოვით.